სომხეთი და აშშ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს გააფორმებენ

სომხეთი და აშშ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს გააფორმებენ

ერევანი და ვაშინგტონი დღეს ხელს მოაწერენ დოკუმენტს სომხეთის რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, – ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტს ხელს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოაწერენ.

ხელმოწერის ცერემონია სომხეთის დროით 22:00 საათზე გაიმართება.