28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვია. ვიზიტის მზანი -რეგიონის მოსახლეობისთვის კამპანია „კონსტიტუცია ყველას“ გაცნობა იყო. რეგიონში გამრთული ვიზიტის დროს გიორგი მარგველაშვილმა, ახალციხეში, ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან გამრთა შეხვედრა-დისკუსია. რეგიონის ეთნო-რეალობიდან გამომდინარე, აღნიშნულ შეხვედრაზს უმეტეს წილად ადგილობრივი სომხური ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ხოლო კითხვა-პასუხის რეჟიმი გარდა მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებისა ასევე იმ საკითხებსაც შეეხო, რაც სომეხი ეროვნების ქვეყნის მოქალაქეებს აწუხებთ.
ჩვენ სახელმწიფოში ასე ჩამოყაიბდა ტრადიცია, რომ ეროვნული უმცირესობების პრობლემატიკის საკითხებზე შეხვედრებს, ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობა, არ მართავს. ან თუ მართავს -მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში. ერთი სიტყვით, ახალციხეში შეკრებილმა წარმომადგენლებმა ამჯერადაც არ გაუშვეს ხელიდან შესაძლებლობა კითხვა -ქვეყნის მეთაურ დაუსვან.
პრეზიდენტს დასმულ კითხვებიდან ერთ-ერთი ეხებოდა 1915-23წწ სომეხთა გენოციდს. კერძოდ კი, შეხვედრის მონაწილემ მწუხარება გამოთქვა იმსთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკმაოდ დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, ვისთვისაც სომეხთა გენოციდი პირად და ეროვნულ ტრაგედიას წარმოადგენს -ქვეყნის პრეზიდენტმა 24 აპრილს სამძიმრით არც ერთხელ არ მიმართა სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქეებს.
მანამდე, სანამ დაფიქსირებულ გაკვირვებაზე ქვეყნის პრეზიდენტის პასუხს წარმოვუდგენთ პატივცემულ მკითხველს, ხაზსს გავუსმევთ პასუხის გაცემის ფორმას.
ქვეყნის პირველ პირს, მოქალაქე უსვამს კითხვას -„რატომ არ მოგვისამძიმრეთ გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღე“, ხოლო პრეზიდენტი, ფეხი-ფეხ გადადებული, შეკრებილი საზოგადოებისადმი სრული უპატივცემლობის გამომხატველ პოზაში და ჟესტიკულაციით, საუბრობს „დიდ ადამიანურ ტრაგედიაზე“. და აი თვით პასუხი:
„მე მინდა გითხრათ, რომ იმ ტრაგედიის აღნიშვნა, რაც მოხდა 915 წელს -ყოველთვის ჩვენ დაგვიფიქსირებია, რომ ეს იყო დიდი ადამიანური ტრაგედია და ეს ჩვენმა სომეხმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან, იმიტომ, რომ ყოველთვის გვითქვამს, რომ ეს იყო დიდი ტრაგედია, ადამიანური ტრაგედია რომელიც მაშინ მოხდა ოსმალეთის იმპერიაში“.
არ დავიწყებთ ძიებას -რა იყო უფრო შეურაცწმყოფელი საქართველოს სომეხი ეროვნების მოქალაქეებისთვის, პრეზიდენტის პასუხის შინაარსი თუ პასუხის გაცემის ფორმა. ამ კითხვაზე თვით მკითხველმა გასცეს პასუხი.
ერთი რამ კი აშკარაა. საქართველოში მცხოვრებ 300 000-მდე სომეხს, საკუთარი ინტერესების გამტარებელი პოლიტიკოსი-წარმომადგენელი, დღეს არ ჰყავს. ამის დასტური თუნდაც ის არის, რომ წელს, პარლამენტში წარმოდგენილი ეროვნებით სომეხი სამი დეპუტატიდან, არც ერთმა, პლენარული სხდომის დროს სომეხთა გენოციდის საკითხი არ წამოწია.
გამოვიტანოთ სწორი დასკვნები. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველოში -ოქტომბერში გაიმართება.
armenian-community.ge