სომხეთი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დამყარების შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს

სომხეთი ევროკავშირთან „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან” დაკავშირებული მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს. ამის შესახებ სომხეთი-ევროპის კავშირის თანამშრომლობის საბჭოს სხდომაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა განაცხადა.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებების პროცესის ოფიციალურად დაწყებისთანავე ევროკავშირი სომხეთს გარკვეულ მოთხოვნებს წაუყენებს. მათი შესრულების შემთხვევაში, დოკუმენტს ხელი მოეწერება. ამგვარი შეთანხმება უკვე ხელმწერილია ევროკავშირსა და საქართველოს შორის.

ახლახან პარაფირებულ სომხეთსა და ევროკავშირს შორის დადებულ ჩარჩო ხელშეკრულებაზე საუბრისას ედვარდ ნალბანდიანმა გამოთქვა იმედი, რომ ამ დოკუმენტს, ყოველმხრივი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ, უკვე ნოემბერში ბრიუსელში -აღმოსავლეთი პატრნიორობის სამიტის მსვლელობისას მოეწერება ხელი.

მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარენ ნაზარიანი იუწყებოდა, რომ ხელშეკრულების ტექსტი რედაქტირების, ჩასწორებებისა და ევროკავშირის ყველა ენაზე თარგმნის ეტაპზეა.