გოჩა გვარამაძე. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საერთოდ დაკარგა კომუნიკაცია თავის ხალხთან

4 დღის წინ ახალციხის რაიონის სოფელ წყალთბილის მაცხოვრებლები საზღვართან ახლოს საპროტესტო აქცია გამართეს, აქციის მიზეზი სოფელში ორი თვის წინ დატრიალებული ტრაგედიული შემთხვევა წარმოადგენდა, რომელიც დღემდე არ არის გამოძიებული და კითხვებზე, თუ რატომ დაიწვა სახლი და ორი პირი გარდაიცვალა, მათ პასუხი არ აქვთ. ამ თემის ირგვლივ Akhaltskha.net-მა გაესაუბრა საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატს და საქართველოს სრულუფლებიანი დესპანი სომხეთის რესპუბლიკაში გოჩა გვარამაძეს.

 ბატონო გოჩა, თქვენ წლების განმავლობაში მეგობრობდით წყალთბილის მოსახლეობასთან და სავარაუდოდ ადგილობრივებისგან გაქვთ ინფორმაცია, თუ რა ხდება ბოლო დროს მათ სოფელში?

წყალთბილის მოსახლეობა , ძალიან შრომისმოყვარე , კეთილი და კანონმორჩილი ხალხია. მათ ძალიან ბევრი გამოჩენილი ადამიანი აღუზარდეს ქვეყანას, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოღვაწეობენ და იღვწვიან. ადრე დიდი სოფელი იყო სკოლაში 1200 მოსწავლე სწავლობდა, ეხლა 200 მდეა, ძირითადად გასულები არიან ქვეყნის გარეთ და იქიდან ეხმარებიან თავის სოფელს და ნათესავებს. მათ ძალიან კარგად ახსოვთ ის რთული 90–იანი წლები , როდესაც თვითონ უხდებოდათ სოფლის დაცვა და აღარ უნდათ რომ განმეორდეს. ის რაც ბოლო წლებია ამ სოფლებში (მოგეხსენებათ ამ საკრებულოშია: სოფლები;წყალთბილა, აბათხევი, ჯულღა. ნაოხრები და წინუბანი) ხდება , ვგულისხმობ უმუშევრობის და ეკონომიური სიდუხჭირის ფონზე გახშირებული ქურდობები, სახიფათო ხასიათს იღებს. სოფელში ლაპარაკობენ რომ გაიქურდა იქ არსებული მაღაზიები, ბინები.

მეზობელ აბათხევში გაქურდეს იქ მაცხოვრებელი მეცენატის და ბიზნესმენის ბინა,აგრეთვე გაქურდეს პატარა პამაჯში ბიზნსმენის ბინა , ეს ისეთი ხალხის ბინებია, რომლებიც დიდ დახმარებას უწევენ არა მარტო თავიანთ სოფლებს , არამედ რაიონის გაჭირვებულ მოსახლეობას. მათ გაუჩნდათ განცდა რომ ძალოვანი სტრუქტურები უმოქმედოები არიან, რადგან არცერთი საქმე ჯერ არ გახსნილა. და მეც დავეთანხმები მათ.

ჩემი აზრით საერთოდ დაკარგულია ნდობა მოსახლებასა და ვალის პოლიციის განყოფილებას შორის, რასაც ბოლო ტრაგედია დაემატა, რომელიც ორი თვის წინ მოხდა სოფელ წყალთბილაში, სახლში ჩაიწვნენ მამა–შვილი…, სოფელში ლაპარაკობენ, რომ არის ძალიან ბევრი კითხვა ამ ტრაგედიის ირგვლივ, მე იურისტი არა ვარ, მაგრამ ის კითხვები რომელიც მის შვილს და სოფლის მოსახლეობას აქვს, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ყველა მათგანზე პასუხის გაცემა. ის რომ, რატომ მოხვდა სახლის პატრონის პასპორტი გარეთ, რატომ იყო ყველა ოთახში განლაგებული გაზის ბალონები,რომლებიც როგორც ამბობენ სოფელში ერთდროულად აფეთქებულან, რატომ მოხდა ერთდროულად ყველგან აალება, ბევრი კითხვა დაგროვდა და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ დროულად გაეცეს პასუხები.

ყოველივე ამის მაგივრად ადგილობრივმა ხელისუფლებამ საერთოდ დაკარგა კომუნიკაცია თავის ხალხთან,არავითარი განმარტება , შეხვედრა ან რაიმე სახის შეკრება ამ სოფლებში არ ხდება, ხოლო პოლიცია ნორმალურ პასუხსაც არ სცემს ნათესავებს, რომლებიც ხშირად მიმართავენ მათ. ამბობენ იმასაც, რომ შარშან 24 აპრილს სოფელ ნაოხრების ტერიტორიაზე გენოციდისადმი მიძღვნილ საღამოს, რომ მოხდა ჩხუბი ადგილლობრივებსა და ვალელებს შორის, სადაც დაიჭრა ვალელი მოქალაქე, ის საქმე თითქმის გახსნილი უცებ გაუხსნელია, არადა ამბობენ რომ ხელისუფლებამ გოქორიანი ჩამოიყვანა, რომელიც დადიოდა და აბათხეველებს აიძულებდა საჩივარი უკან გაეტანათ, თითქოს თვითონ მინისტრიც ჩამოვიდა და სამველ პეტროსიანიცო, რათა ეს საქმე არ გახმაურებულიყო. არადა ის, რომ სომხების ყველაზე ტრაგიკულ დღეს, რომ ხდება დაჭრა და საქმე არ იხსნება, დამეთანხმებით ძლიან სერიოზულია. მე მეგონა რომ, ამ საქმის გამო მინიმუმ გადააყენებდნენ ვალის პოლიციის შემადგენლობას, ჩემი აზრით ის ქურდობის ფაქტები შემდეგ უკვე გაგრძელებაა.

თქვენი აზრით, რის გამო  გამოძიებამ და ექსპერტიზამ გააჭიანურეს პასუხების გაცემა იმ კონკრეტულ საკითხებზე, იყო თუ არა ეს უბედური შემთხვევა, თუ წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა, როგორც ეჭვობენ წყალთბილელებმა.

როცა ნიშნავენ პიროვნებას, რომელიც არ იცნობს ადგილობრივ მოსახლეობას, არ იცის მისი ტრადიციები, რით ცხოვრობენ, რით ხარობენ. რა თქმა უნდა ვერანაირ საქმეს ვერ გააკეთებს, ეს ეხება როგრც პოლიციას ისე ყველა ხელისუფლების შტოს. მათ ისიც კი არ იციან, რომ სხვილისის მიმდებარე ტერიტორია ობელისკის წინ, არის ერთგვარი სარიტუალო დახვედრის ადგილი , თუ კი ვინმეს ქვეყნის გარედან მოასვენებენ ამ ადგილზე ხვდებიან ზედა ზონის მოსახლეობა, ამით მიაგებენ პატივს მათ ხსოვნას. ხოლო 8 აგვისტოს პოლიციას ეგონა რომ გზის გადაკეტვა ხდებოდა. ხელისუფლებას მარტო არჩევნების წინ ახსენდებათ ეს სოფლები. იმდენად დაშორდა ხელისუფება ხალხს, რომ დარწმუნებული ვარ არ იციან, ეს სოფლები როდის აღნიშნავენ ღვთისმშობლობას, აღდგომას და რტომ ხდება მათთან გასვენება დილის საათებში? არადა ეს დღეები ამ სოფლებისთვის ყველაზე წმინდაა.

 თქვენი აზრით, რა უნდა მოიმოქმედონ გარდაცვლილების ნათესავებმა თანასოფლელებთან ერთად, რათა საბოლოოდ გაარკიონ თუ რა მოხდა სინამდვილეში.

ხელისუფლების ინტერესებში უნდა იყოს, რომ დროულად მოხდეს, ხანძრის მიზეზის დადგენა, რადგან მე როგორი ინფორმაციაც მაქვს, თუ არ დაკმაყოფილა პასუხმა,  მათი შვილი აპირებს დამოუკიდებელი ექსპერტის დაქირავებას და ადვოკატის აყვანას, რაშიც დარწმუნებული ვარ სოფელი გვერდში დაუდგება. და ბოლოს , იმედი მაქვს ძალოვან სტრუქტურებში ბოლო დროინდელი ცვლილებები, დადებით შედეგს გამოიღებს, არა მარტო ზედა ზონის სოფლებში, არამედ ქ. ახალციხეშიც, რადგანაც ჩემი ინფორმაციით ბინის ქურდობები არ არის გახსნილი.