საქართველოში ყველაზე დიდი ობსერვატორიის რესტავრაცია დაიწყო – სამტერასიან შენობას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.
სექტემბრიდან 1959 წელს გაკეთებული საბაგიროს განახლებაც დაიწყება.
საბაგიროს შემოწმება ყოველდღიურად ხდება, თუმცა, 59 წლის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით 1983 წელს კაბინის გამოცვლას, მას რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ოსერვატორიის დირექტორი მაია თოდუა ,,მეცხრე არხთან”ამბობს, რომ
,,დაგეგმილია გაკეთდეს ტურისტული ცენტრი და ასტროტურიზმის ცენტრი, რომელიც განთავსდება პირველ სართულზე, მეორე სართულზე იქნება ბიბლიოთეკა, ხოლო მესამეზე – საოფისე ფართი თანამშრომლებისთვის. აბასთუმანში სულ 14 ტელესკოპია – სავარსკვლავო და სამზეო. სამწუხაროდ ტელესკოპები სარეაბილიტაციო შენობების სიაში არ არის, არადა ტელესკოპების განახლება უმნიშვნელოვანესია””.
ციურ სხეულებს, მზის სისტემის პლანეტებს, ვარსკვლავებს, გალაქტიკებს ქართველი და უცხოელი მეცნიერები აზეტე 11-ის სახელით ცნობილი შენობიდან აკვირდებოდნენ. თავის დროზე ის პირველი ავტომატიზებული ტელესკოპი იყო მთელს საბჭოთა კავშირში.
სამტერასიან შენობას ახლა რესტავრაცია უტარდება და პროექტის მიხედვით, 2019 წელს დასრულდება.
აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში სამუშაოებს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.