სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრა გამართა

გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი ახალქალაქი- ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატს და მუნიციპალიტეტების სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას.

გუბერნატორის თქმით, მსგავსი სახის შეხვედრა სამომავლოდაც მოეწყობა.

დღესვე, ბესიკ ამირანაშვილმა ახალქალაქში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა დაათვალიერა. ადმინისტრირების სკოლაში საჯარო მოხელეთა და მოქალაქეების გადამზადება ხორციელდება სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით. სწავლების მიზანია საჯარო სექტორში მომუშავე და სხვა დაინტერესებულ პირთა პროფესიული განვითარება, კვალიფიკაციის ამაღლება, როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავების, ასევე პრაქტიკული უნარების გაუმჯობესების მიზნით.