დეპუტატის მიერ 15 წლის გოგონასთან მიმოწერა ე.წ. სქრინებით სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფოტოებში ჩანს, რომ დეპუტატი გოგონას ჯერ სახელს, შემდეგ კი ასაკს ეკითხება, გოგონა წერს, რომ ის 15 წლისაა : „პატარა ხარ, მაგრამ გენდომება უკვე“, – პასუხობს დეპუტატი.
ინციდენტის დეტალების დაზუსტების მიზნით akhaltskha.net საინფორმაციო საიტის ჟურნალისტმა დაუკავშირდა შშს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელთან, რომლემაც აღნიშნა, რომ ამ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით აღიძრა, ადგილზე ჩატარდა გასაუბრება, ახლა მსხვერპლის ვინაობას ვადგენთ, დადგინდება თუ რა სახის ფსიქოლოგიური ზიანი მიიღო მსხვერპლმა, ამის სემდეგ დადგება პასუხისმგებლობის საკითხი.
4 ნოემბრის საღამოს, მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფლება შეეცადა ამ პირთან დაკავშირებას, მან ჯერ ფეისბუქ პროფილის ინფორმაცია შეცვალა, მოგვიანებით კი მთლიანად გაუქმდა პირადი გვერდი.ერთი დღის შემდეგ, მოწმის სახით უკვე გამოიკითხა სავარაუდო მიმოწერის ავტორი.
ადიგენის საკრებულოში აღნისნული ფაქტის შესახებ შეიტყვეს სოციალური ქსელებიდან. თავჯდომარის თქმით დეპუტატმა სამსახურში არ გამოცხადებულა და მასთან ვერ უკავშირდება.