ახალციხეში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო N2“ ახორციელებს.
http://Akhaltskha.net -ის ჟურნალისტთან საუბრისას კომპანიის დირექტორმა ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა, რომ კოსტავასა და რუსღაველის ქუჩების დასაგებად განსაზღვრულია 7 კვირიანი ვადა , ასევე დასძინა რომ სრულიად საკმარისია აღნიშნული ვადა .
ქალაქ ახალციხის მერიასა და სამშენებლო კომპანია „შპს საგზაო სამშენებლო სამმართველოს N2 – ს „ შორის ხელშეკრულება გაფორმდა 22 ნოემბერს და 25 ნოემბრიდან დაიწყო ქუჩების მოასფალტება, აღნიშნული სამუშაოები კოსტავას და რუსთაველის ქუჩდების დასაგებად მეორე კვირაა პარალელურად მიმდინარეობს .
რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების დაახლოებით 1 500 მეტრი სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 677 414 ლარი გამოიყო.