12 დეკემბერს ახალციხის „დეოკრატილი ჩართლობის ცენტრში „ საცხე – ჯავახეთის მედია ცენრტმა „საზოგადოებას, ადგილობრივ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის და ინფორმირებულობის კვლევის შედეგები გააცნო.
2018 წლის ოქტომბერ – ნოემბერში „სამხცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“-ს ორგანიზებით ჩატარდა ფოკუს ჯგუფები ახალციხის მუნიციპალიტეტში.
კვლევის მიზანი იყო, ადგილობრივი საჭიროებების კვლევა , ადგილობრივ პროცესებში მოქალაქეთა ინფორმირებულობის და ჩართულობის მექანიზმების შესწავლა.
ზემო აღნიშნული კველევა „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ -ს (SJMC) – „ღია და ეფექტური მმრთველობისთვის“ ნაწილია , რომელსაც ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ( NDI) მხარდაჭერითა და ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
სამცხე – ჯავახეთის მედია ცენტრის დირექტორის მარინა კუპატაძე აღნიშნავს :
„ კვლევის შედეგების შესაბამისად, ძალიან ბევრ საკითხში ერთმანეთს ემთხვევა ხელისუფლებისა და მოსახლეობის მოსაზრებები მათ აქვთ საერთო ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს ახალციხე , რა პრობლემებია, რა გამოწვევები არსებობს მუნიციპალიტეტში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომელშიც ეს ხედვა რამდენადმე განსხვავებულია მაგრამ მთავარი ის არის, რომ ხალხიც და ხელისუფლებაც აღნიშნავს, რომ მათ ჭირდებათ მეტი თანამონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.ხელისუფლება მზად არის ითანამშრომლოს არასამთავრებო სექტორთან , მედიასთან, რაც წინგადადგმული ნაბიჯია იმისთვის რომ მივაღწიოთ საერთო შეთანხმებას.
კვლევის შედეგების გამოცხადების შემდეგ სამცხე -ჯავახეთის მედია ცენტრი მუშაობას აპირებს არასამთავრებო ორგანიზაციებთან , საკრებულოსთან მერიასთან, ასევე საზოგადოების სხვა წევრებთან, რათა მოსახლეობა და ხელისუფლება ერთმანეთს დაუახლოვდეს და ჩაერთოს გადაწყვეტიილების მიოღების პროცესში.