დემოკრატიული ჩართულობის ცენრტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოცოაცოა „ტოლერანტი“-ს ორგანიზებით

2018 წლის 12 დეკემბერს „ დემოკრატიული ჩართლობის ცენტრების ქსელის“ ახალციხის ოფისში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა , ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად „ ფარგლებში . პროექტი ხორციელდება აჭარა ,სამეგრელო – ზემო სვანეთი , იმერეთი სამცხე-ჯავახეთი , კახეთი მცხეთა მთიანეთში და ქვემო ქართლში.

პროექტს ახორციელებს ჩეხური ორგანიზაცია „People in Need “ და მისი პარტნიორები სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC კვლევითი ცენტრი , ასოცოაცია ათინათი და საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლად განვითარების ალიანსი .

პროექტის მიზაინია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) დანერგვისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ (SME) სახელმწიფო პოლიტიკის გატარების პარალელურად რეგიონებში მოქმედი სამოქალქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება.

პროექტის განხორციელების პერიოდია 2017- 2019 წელი , პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 625 000 ევროს. მას შემდეგ რაც მოწვეულმა ექსპერტმა აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია პროექტის შესახებ შეხვედრამ დისკუსიის რეჟიმში გადაინაცვლა .