ახალციხის ქუჩებში უკვე იგრძნობა საახალწლო განწყობა, ეტაპობრივად მონტაჟდება დეკორაციები სხვადასხვა ქუჩებზე.
დღეს, 21 დეკემბერს დაიწყო ცენტრალურ პარკში საახალწლო ნაძვისხის მორთვა, რომელიც საზეიმოდ 25 დეკემბერს განათდება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ 45 658 ლარი გამოყო საახალწლო ღონისძიებებისთვის .
„ ძალიან მომწონს ჩვენი ქალაქი , უკვე იგრძნობა განწყობა ქალაქში და საღამოს გამოსვლა სასიამოვნოა , მიხარია რომ ასე ზრუნავს მერია ჩვენი ქალაქის გალამაზებაზე საახალწლოდ,“ -აღნიშნავს მოქალაქე სოფიკო ჭუბურიძე.