23 დეკემბერს რაბათში მდებარე გრიგოლ განმანათლებლის სომხურ ეკლესიაში ვართგეს სურენიანის სახელობის კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა .
გახსნაზე მოწვეული იყვნენ სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გია კოპაძე, ზაზა მელიქიძე , ამბარცუმ ბაბოიან, სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლი.
ახალციხისა და ბორჯომის სათვისტომოების სულიერმა მოძღვარმა, ბერმა ჰაკობ სააკიანმა აღნიშნა, „დღეს გავხსენით ვართგეს სურენიანის სახელობის ახალგაზრდული ცენტრი სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპისკოპოსის ვაზგენ მირზახანიანის ინიციატივით. აქ ბავშვები ისწავლიან სომხურს , ხატვას , ცეკვას, სიმღერას . კულტურულ- საგანმანათლებლო ცენრში ასაკი შეზღუდილი არაა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისწავლოს მისი ეროვნების და ასაკის მიუხედავად თუ სურვილს გამოთქვმს, კურსებს ადგილობრივი მასწავლებლები წარუძღვებიან. ეს ცენტრი საშუალებას გვაძლევს, რომ განვავითაროთ ჩვენი კულტურული შესაძლებლობები ჩვენს მოძმე ერთან ერთად. შესაძლებელია ქართულის კურსებიც დავამატოთ თუ მოთხოვნა იქნება მომავალში.“
„დღეს ახალციხელი მხატვრის ვართგეს სურენიანის სახელობის ცენტრი იხსნება, სადაც ახალგაზრდებს შეასწავლიან ხატვას , სომხურ და ქართულ ენას. ახალციხეში მცხოვრები ყველა ეროვნების წარმომადგენელს შეუძლია მოვიდეს ამ ცენრტში და ისწავლოს.“ აღნიშნავს ამბარცუმ ბაბოიანი
„ ძალიან მიხარია, რომ ასეთი ცენტრი გაიხსნა , სიამოვნებით მივიყვან ჩემს შვილს რათა მიიღოს განათლება და სხვებსაც ურჩევ, რომ მოიყვანონ მათი შვილები.“(სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლი რიფსიმე შუშანიანი).
ვიქტორია ეგიანი