H1N1 ტიპის ვირუსის შემთხვევები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიზარდა. სპეციალისტების განცხადებით, მიზეზი, სეზონური გრიპია. გაზრდილია სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამოძახებაც. კონკრეტულად გრიპის ვირუსთან დაკავშირებით დღე-ღამეში დაახლოებით, 400 ზარი ფიქსირდება, ხოლო გამოძახებების რაოდენობა 2 ათასამდე ადის.
მიუხედავად დაავადების ზრდისა, მედიკოსები ეპიდემიის საფრთხეს ვერ ხედავენ. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, ყოველ 100 ათას მოსახლეზე ვირუსის 221 შემთხვევა ფიქსირდება და ეპიდემიის საფრთხე მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოიქმნება, როდესაც შემთხვევების რიცხვი 450-მდე ავა.
სამცხე-ჯავახეთში საავადმყოფოებში მიმართვიანობა გაზრდილია თუმცა ჯერჯერობით H1N1 ვირუსი ლაბორატორიულად დაპიქსირებული არ არის , ის რომ მომართვიანობა გაიზარდა საგანგაშო არაა რადგან მომართვიანობა ამ სეზონზე ყოველთვის მაღალია.
ჯანდაცვის უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ.
ჯანდაცვის უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ.