სასამართლოში გარყვნილ ქედებაში ბრალდებლი კაცის საქმის არებითი განხილვა დაიწყო

როგორც ცნობილია 37 წლის მამაკაცის საქეზე წინა სასამართლო სხდომა გაიმართა, პროცესზე მხარეებმა წარადგიეს მტკიცებლებების ნუსხა.სასამართლო სხდომაზე იმსჯელეს,  ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზეც, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით 37 წლის კაცი კვლავ პატიმრობაში დატოვეს.

გარყვნილ ქედებაში ბრალდებლი მამაკაცის ადვოკატი აღნიშნავს, რომ:

„აღნიშნულ საქმეზე დაიკითხნენ არასრულწლოვნები და მათი მშობლები, მათი ჩვენებები სრულიად განსხვავებული და  ურთიერთგამომრიცხავია. გავესაუბრე ბრალდებულს და მან დეტალურად ამიღწერა ყველაფერი, რაც მოხდა როგორი მარშრტით გადაადგილდებოდა ასევე აღნიშნა, რომ  აქვს დერმატიტი ანუ კანის ანთებითი დაავადება, რომელსაც ახასიათებს ქავილი , და ხშირად იქავებდა წელს ქვემოთ, რაც  გახდა საფუძველი იმისა , რომ არასრულწლოვნებს ეფიქრათ , ბრალდებულის სავარაუდო გარყვნილ ქმედებაზე .  „

Akhaltskha.net – ის ჟურნალისტთან საუბრისას  ბრალდებულის ადვოკატი ამბობს,  „ასევე გავესაუბრე იმ პირებს, რომლებთანაც შეხება ქონდა ბრალდებლს თუმცა ყველა დადებითად ახასიათებსდა ამბობენ, რომ ცუდი მისთვის არაფერი შეუმჩნევიათ.  ვესაუბრე მაღაზიის  გამყიდველს  მან აღნიშნა რომ  საეჭვო არავინ შეუმჩნევია და   არც ბრალდებული დამინახავს თორე აუცილებლად ემახსოვრებოდა„.
მოწმეების დაკითხვა სასამართლომ 15 იანვარს დაიწყო და ეტაპობრივად გაგრძელდება.

შეგახსენებთ რომ, შსს–მ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული 37 წლის კაცი 2018 წლის 10 ნომებერს დააკავა. მას, ბრალი სსკ–ს 141 მუხლით ედება და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე.