პროდასავლურობა დასავლური ღირებულებების ნაკლებობის პირობებში

როცა რაღაც პერიოდს იცხოვრებ ყველაზე დასავლურ ქვეყნის, ყველაზე დასავლურ შტატში , ყველაზე ლიბერალურ და ტრადიციულად დემოკრატიულ კალიფორნიაში, ღრმა წუხილით მიხვდები, თუ რატომ არ გახდება ჩემი მშობლიური საქართველო დასავლურ ცივილიზაციის ნაწილი, მიუხედავად მრავალწლიანი დეკლარაციების. ძნელად წარმოსადგენია დაიბრალი დემოკრატიული , ადამიანის უფლებების დამცველი სახელმწიფოს სტატუსს და  ამავდროულად, დაუშვა, რომ შენი საიმფორმაციო საშუალებების უმეტესობა იქცნენ რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტარული და გენოციდალური რეჟიმის დაქირავებულ მსახურებად. სხვა რით აიხსნება ობიექტურობას, პასუხისგებლიბას მიწყვეტილი და ათასწლეულები საერთო ისტორიის მქონე ორ ერს შორის უნდობლობის შექმნის დაუმთავრებელი მცდელიბები? ვითომ დასავლეთის ღირებულებების მატარებელ ამ ჟურნალისტებს თუ წარმოუდგენიათ , რომ მათ ამერიკელ კოლეგებს რატომღაც სულ არ აწუხებთ ის ფაქტი, რომ კალიფორნიაში უკვე დიდი ხანია დგას სომეხი გენერალი ანდრანიკის ძეგლი. მიგახსენებთ, რომ თურქეთის თვალსაზრისით, გენერალი ანდრანიკი იყო სეპარატისტი, რომელმაც უამრავი თურქი ჯარისკაცი მოკლა. ისიც თუ იციან, რომ ამერიკის სახელმწიფოს კითხვა არ გაუჩენია, თუ რატომ დაერქვა შარშან ლოს ანჯელესის ერთ-ერთ ქუჩას “სეპარატისტული”, საბჭოურ ვერსიით – მთიანი კარაბახის , ისტორიული და რეალური სომხური დასახელება- არცახი. და ბოლოს, რატომ არასოდეს არ გამოუთქვამს შეწუხება ამერიკის სახელმწიფოს იმაზე, რომ ამერიკის ერთ-ერთ ქალაქში, კერძოდ გლენდელში, 300000 მოსახლეობის 80% არ ფლობს სახელმწიფო ენას, და თითქმის ყველა წარწერა ავტობუსებზე, რეკლამაც კი დუბლირებულია სომხურად?

 

არტაკ აივაზიან

27.01.19 წ ლოს ანჯელესი