ღია წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას

მე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ედუარდ ენფიაჯანიანი, წარმოშობით ქალაქ ახალციხიდან ყოფნის პირობებში, 2019 წლის 30 ივნისს თბილისის აეროპორტში შევეჯახე ისეთ პრობლემას, რომელსაც აქამდე ვერასდროს წარმოვიდგენდი. საუბარი ეხება იმას, რომ მე ამიკრძალეს საქართველოში შემოსვლა ჩემთვის გაუგებარი მიზეზით და ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც მე ჩემი საზოგადოებრივი საქმინობისას არადრსოს მითქვამს რაიმე საქართველოს სახელწმიფოს წინააღმდეგ, პირიქით ღიად მხარს ვუჭერდი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ვფიქრობ, ეს საკმარისია რომ საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებების დაცვის მინიმალური სტანდარტი წარმოაჩინოს და ჩემი წინაპრების საფლავზე მისვლის ნება დამრთონ და, ასევე, იმ ქალაქის მონახულების, რომელშიც ბავშვობა გავატარე.

ალბათ, ზედმეტია საქართველოს ხელისუფლებას რჩევის მიცემა, რომ თავისივე არქივებში მოძებნონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა წვლილი მიუძღვნით ჩემს წინაპრებს ახალციხის საზოგადოებრივ ცხოვრებასა და 1918 წელს ახალციხის დაცვაში თურქული ჯარისგან თავდასხმისგან. ჩემი საზოგადოებრივი ცხოვრება ვერანაირ ზიანს საქართველოს ვერ მიაყენებდა, პირიქით, მე, ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვცდილობდი ჯავახეთში მიმდინარე ნებისმიერი სირთულის ისე გამოსწორებას, რომ ეს ხელის შემწყობი ყოფილიყო ჩვენი ერების ხვალინდელი დღისთვის. მე ყოველთვის საჯაროდ ვაფიქსირებდი ჩემს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგინის საკითხში და ასევე გამოვდიოდი საქართველოსთან მიმართებით რუსეთის ოკუპაციური პოლიტიკის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, რბილად რომ ვთქვათ, ჩემთვის გაუგებარია როგორ გავრილოვს, კომუნისტ დეპუტატს რუსეთიდან, რომელმაც ხმა მისცა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას, უშვებენ საქართველოში და მასპინძლობენ საქარველოს პარლამენტში, ხოლო მე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ედუარდ ენფიანჯიანს, ამიკრძალეს საქართველოში შესვლა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლებამ, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გამოასწოროს ეს მდგომარეობა და გამოაცხადოს, რომ მოხდა გაუგებრობა. ამის გათვალისწინებით, მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადახედოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც მე ამეკრძალა საქართველოში შესვლა.