ოფიციალური ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 35 გამოჯანმრთელდა და ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
Გარდაცვლილია ახალციხეში მცხოვრები 57 წლის მამაკაცი. Ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციაში გვიდასტურებენ. შემთხვევების სტატისტიკა მუნიციპალიტეტებში შემდეგნაირად ნაწილდება; 12 ადიგენი, 23 ახალციხე, 4 ახალქალაქი, 17 ბორჯომი, 2 ნინოწმინდა,10 ასპინძა. ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის 2 419 შემთხვევაა გამოვლენილი.