ოფიციალური ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 29 გამოჯანმრთელდა .Ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციაში გვიდასტურებენ.შემთხვევების სტატისტიკა მუნიციპალიტეტებში შემდეგნაირად ნაწილდება; 14 ადიგენი, 13 ახალციხე, 7 ახალქალაქი, 32 ბორჯომი, 1 ნინოწმინდა,6 ასპინძა.
ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის 3031 შემთხვევაა გამოვლენილი.
