ლუქსემბურგის პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, სადაც დაგმობილია აზერბაიჯანულ-თურქული აგრესია არცახის წინააღმდეგ. რეზოლუციაში აღნიშნულია არცახის ტერიტორიების ოკუპაცია, თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანის მხარდაჭერა (ჯიჰადისტი-ტერორისტების დაქირავება, სამხედრო ტექნიკა და ა.შ.). ლუქსემბურგის დეპუტატები მოითხოვენ პოლიტიკური პროცესის დაწყებას, რომელიც არცახის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს .
