23 აპრილის საღამოს დაიწყო ტრადიციული ჩირაღდნებით მსვლელობა, წმ. გრიგორ განმანათლებლის ეკლესიიდან სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალამდე.
მსვლელობა ორგანიზებული იყო ზორი ზორიანის ახალგაზრდული ცენტრის მიერ. მსვლელობას ახალციხის რაიონის სოფლების ახალგაზრდებიც შეუერთდნენ.
მსვლელობის მონაწილეებმა საქართველოს და სომხეთის დროშებით, ანთებული ჩირაღდნებით ხელში მემორიალისკენ გაემართნენ, სადაც ახალციხის და ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების სულიერმა მამამ თორგომ ვარდანიანმა ლოცვა აღავლინა.