საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 512-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 7 521 პირს დაუდასტურდა, 3 160 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 17 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 3 656 შემთხვევა გამოვლინდა, 3 066 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 32 კი გარდაიცვალა.