შალვა პაპუაშვილი – ყველაზე მთავარი, რაც ახლა ჩვენს უკრაინელ დებსა და ძმებს შეიძლება გამოვუცხადოთ, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა საერთაშორისო ფორუმებზე

ყველაზე მთავარი, რაც ახლა ჩვენ ჩვენს უკრაინელ დებსა და ძმებს შეიძლება გამოვუცხადოთ, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა საერთაშორისო ფორუმებზე, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

მან აღნიშნა ისიც, რომ უკრაინისადმი სოლიდარობა საკამათო არ არის.

“ყველას მოვუწოდებ, ვიყოთ ძალიან მტკიცე და ძალიან მშვიდი. როცა უკრაინელ ხალხს ვუყურებთ, ის რაც ემპათიას იწვევს, მათი სიმტკიცე და სიმშვიდეა – როგორ არიან სიმშვიდეში მტკიცენი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აქვე მან კოლეგებს მოუწოდა პარლამენტის ხვალინდელი პლენარული სხდომა იყოს სიმშვიდისა და არა აყალმაყალის სხდომა.