ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „მთიან ყარაბაღში კულტურული მემკვიდრეობის განადგურების შესახებ“

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „მთიან ყარაბაღში კულტურული მემკვიდრეობის განადგურების შესახებ“, რომელიც გმობს სომხური კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას მთიან ყარაბაღში და ასევე მოუწოდებს აზერბაიჯანს დაიცვას მთიანი ყარაბაღის კულტურული მემკვიდრეობა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 635-მა დეპუტატმა , 2 წინააღმდეგი იყო, 42-მა კი თავი შეიკავა.