ნინოწმინდის სოფელ როდიონოვკაში მერია საბავშვო ბაღის აშენებას გეგმავს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ივნისში 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება. ამისთვის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 142 000 ლარს გამოყოფს.
როგორც ნინოწმინდის მერიაში გვეუბნებიან, სოფელში საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა და მოსახლეობას ბავშვები სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ, იქ დაჰყავდათ.
აღნიშნულ სამუშაოებისთვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია 150 ათასი ლარის გამოყოფას გეგმავდა და ამ თანხაზე ტენდერი გამოცხადდა, თუმცატენდერში ერთადერთმა მონაწილემ შპს „კ-კომპანიმ“ სამუშაოებისთვის 142 ათასი ლარი შესთავაზა და ხელშეკრულება გაფორმდა.