საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო საბავშვო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორი და მონაწილეები ზაპოროჟიიდან და მარიუპოლიდან იძულებით გადაადგილებული პირები არიან და კონცერტი ჰუმანიტარული დახმარების, მედიკამენტების შესაძენად თანხების შეგროვებას ისახავს მიზნად.
“არაერთი შემოქმედებითი აქცია გაიმართა, მაგრამ დღეს, რასაც მე ვესწრები ჩემთვის განსაკუთრებულია იმიტომ, რომ ეს კიდე სხვანაირი სოლიდარობა და მხარდაჭერაა. თავად უკრაინელები და მოზარდი თაობა იღებს მონაწილეობას, ამიტომ მე როგორც კი შევიტყვე ამ ღონისძიების შესახებ, ძალიან მოვინდომე, ჩემი დასწრებით ჩემი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გამომეხატა ხალხის მიმართ, რომლებიც ჩვენთვისაც იბრძვიან და მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის”, – განაცხადა ღონისძიებაზე მყოფმა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ მემანიშვილმა.