დღეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში დავით მელიქიძის მკვლელობის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა

აბასთუმნის შემოვლითი გზის შეკეთების კომპანიის დირექტორის დავით მელიქიძის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. დღეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე დაიკითხა ერთ-ერთი მთავარი მოწმე რომელიც, მკვლელობის დროს ადგილზე იმყოფებოდა.

მოწმის ჩვენების მიხედვით, მკვლელობის დღეს  მან შენიშნა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს ხელში ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირა. მოწმის თქმით, ბრალდებულები ჯერ მასთან მივიდნენ  და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც მოწმე ამბობს დაპირისპირების დროს დაინახა, როგორ მირბოდა და ისროლა ერთ-ერთმა იმ მიმართულებით, სადაც გარდაცვლილი თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. მისივე თქმით, სამი გასროლის ხმა გაიგო, თუმცა რა მიმართულებით ვერ აკონკრეტებს.

შემდეგი სასამართლო 2 მაისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება 2021 წლის 23 აპრილს მოხდა. შემთხვევის  შედეგად ერთი პირი, დავით მელიქიძე, გარდაიცვალა, ხოლო მეორე, სოსო ვარდიძე დაიჭრა. გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

2021 წლის 14 ოქტომბერს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცავებს ბრალდებულები ჯერ არ დაუკავებიათ და ისინი მიმალვაში იმყოფებიან.