,,ქართული ოცნების” ჯავახეთის დეპუტატები ეუთო-ს წარმომადგენელს შეხვდნენ

,,ქართული ოცნების”  ეროვნული უმცირესობის დეპუტატები ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდნენ. ჯავახეთის დეპუტატები სამველ მანუკიანი და სმბატ კიურეღიანი შეხვდნენ ეუთო-ს უმაღლეს კომისარს-კაირათ აბდრახმანოვს საქართველოში ეროვნულ უმცირესობათა საკითხებთან  დაკავშირებით.  ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სტუმარი დაინტერესდა ქვეყანაში ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის მდგომარეობით და ქვეყნის სხვადასხვა სფეროში ეროვნული უმცირესობების ჩართულობით.

დეტალების გასარკვევად და კონკრეტულად რა საკითხებზე იყო საუბარი, ვცადეთ ჯავახეთის დეპუტატ სამველ მანუკიანთან დაკავშირება, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.