ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ახალციხეში

12 აპრილს, ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ინიციატივით, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო.

მხატვარ ჰამლეტ კოლიანის თქმით, რომლის ნამუშევრებიც გამოფენაზეა წარმოდგენილი, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოფენაზე სომხურიც გამოჩნდეს. „ხატვა პატარაობიდან დავიწყე და მიყვარს ხატვა. დაახლოებით 5 წლის ვიყავი, როცა წიგნში მშვენიერი ნამუშევარი ვნახე და ამ ნაწარმოებით შთაგონებულმა დავიწყე ხატვა“, – ამბობს ჰამლეტ კოლიანი.