ნინოწმინდის მერიამ მუნიციპალიტეტში დასვენების მსურველებისთვის ტყის ზონაში 5 სპეციალური ზონის მოწყობისთვის 140 ათას ლარზე ტენდერი გამოაცხადა,- ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ტყის ტერიტორიაზე, 5 ადგილზე უნდა აშენდეს „ტურისტებისთვის დასასვენებელი“ შენობები, რომელთაგან თითოეულს ექნება 2 მაგიდა და 4 სკამი. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ასევე იგეგმება ველოსიპედის სადგომის და ნაგვის ურნების მოწყობა.
აღნიშნული სამუშაოებისთვის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კვირა აქვს და თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
ნინოწმინდის მერიაში გვეუბნებიან, რომ კოტეჯები განთავსდება იმ ადგილებზე, სადაც ტურისტები დადიან. მერის მოადგილის, არმენ ბდოიანის თქმით, მოთხოვნა როგორც ტურისტების, ასევე რეგიონში ჩასული ახალგაზრდების მხრიდანაც იყო.
სატენდერო დოკუმენტი მიიღება 18-21 აპრილს.