საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“ თბილისის სხვადასხვა რაიონში აგრძელებს ფოტოსურათების გამოფენათა სერიას, თემაზე „სომხების გენოციდი – კულტურული გენოციდი”. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო არცელებს.
მათივე ცნობით, ინიციატივის ფარგლებში 25 მარტს თბილისში, „ვარკეთილის“ მეტროსადგურთან, ხოლო 30 მარტს – „ტექნიკური უნივერსიტეტის“ მეტროსადგურთან, ნახატების გამოფენა მოეწყო.
„3 აპრილს იგივე გამოფენა მოეწყო რიყის პარკში, მშვიდობის ხიდთან, ხოლო 13 აპრილს – „წერეთლის“ მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. გამოფენების სერია 24 აპრილამდე, სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის 107-ე წლისთავამდე, იგეგმება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.