ჯავახეთში ზამთარი დაბრუნდა

დღეს, 5 მაისს, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და სხვა მაღალმთიან რაიონებში თოვდა.

ჯავახეთის მოსახლეობა ხუმრობს, რომ ზამთრის მეექვსე თვეს მიაღწიეს. თოვლი და ყვავილები ერთმანეთში აირია.

მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ საქართველოში ჰაერის ტემპერატურის კლება 9 მაისამდე გაგრძელდება, ნალექი კი თითქმის მთელი თვის განმავლობაშია მოსალოდნელი.