სოფელ ჩორჩნის – ადიგენის შესასვლელში, საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია იგეგმება

ადიგენში, სოფელ ჩორჩნის შესასვლელთან, ბალახაშვილის ქუჩა N3-ში  საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციისთვის მერია 50 ათას ლარამდე გამოყოფას გეგმავს – ტენდერი უკვე გამოცხადდა. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სარეაბილიტაციო ტენდერის მიმღებმა კომპანიამ მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

განაცხადები მიიღება 13-16 მაისს. მერის თქმით, კორპუსში 4 ოჯახი ცხოვრობს.