ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა 12.05.2022 . ახალქალაქი, ახალციხე დღეს ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე თურქული სანომრე ნიშნით ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რა გახდა ავარიის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.