ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან, აშშ-ის საელჩოს კამპანიის „შენ გააერთიანე საქართველო“ ფარგლებში გამოიფინა 88 ფოტოსურათი, რომელიც ასახავს საქართველოს ისტორიის ყველაზე შთამაგონებელ მომენტებს.
სტენდი ახალციხეში, სადაც გამოფენილია ქართველი მოღვაწეებისა და მოვლენების ფოტოები, ქალაქში ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
კამპანია „შენ გააერთიანე საქართველო“ ქვეყნის რვა ქალაქში მიმდინარეობს.