სამცხე-ჯავახეთისა და სოხუმის უნივერსიტეტებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესგარე აქტივობებში ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობის ფარგლებში არის ზემოაღნიშნულ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული ძირითადი მიმართულება.

საგანმანათლებლო დაწესებულებებმა  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გააფორმეს.
გარდა ამისა, დღეს ბიბლიოთეკაში სოხუმის უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ხონელიძის წიგნის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ პრეზენტაცია გაიმართა.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მაკა ბერიძის თქმით, უნივერსიტეტს უკვე აქვს გაფორმებული მემორანდუმი 12 უმაღლეს სასწავლებელთან. საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობს 2000-მდე სტუდენტი , მათ შორის 300-ზე მეტი ეთნიკური სომეხი საქართველოს მოქალაქე.