აბასთუმანში, სასტუმრო Autograph Collection-ის მშენებლობისას ერთი მუშა დაშავდა

აბასთუმანში, სასტუმრო ,,Autograph Collection”-ის მშენებლობისას ერთი მუშა დაშავდა.

მეცხრე არხის ინფორმაციით, მამაკაცი 25 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და ხერხემალი დააზიანა. ის თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც შსს-ში გვითხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.