IDFI-ის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სამთავრობო რწმუნებულების რეიტინგში ბოლო ადგილზეა.
IDFI-ის კვლევის მიხედვით, 2021 წელს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხი ზოგ შემთხვევებში არასრული იყო, ზოგ შემთხვევებში კი ადმინისტრაციამ მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა.
ორგანიზაციის ცნობით, გასულ წელს IDFI-მა 18-ჯერ გამოითხოვა ინფორმაცია, საიდანაც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ 10 შემთხვევაში მიაწოდა ინფორმაცია, ერთ შემთხვევაში არასრულად, ერთ შემთხვევაში უარი თქვა ინფორმაციის გაცემაზე, 6 შემთხვევაში კი მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა.