ნინოწმინდელმა გარიკ ლულუკიანმა პრიზი მოიპოვა და მონაწილეობას მიიღებს რუმინეთში გამართულ ჩემპიონატში.

ყვარელში მამუკა ფერიაშვილის სახელობის რესპუბლიკურ ტურნირზე ნინოწმინდელმა გარიკ ლულუკიანმა ჭიდაობაში 48 კგ წონით კატეგორიაში პრიზი მოიპოვა. ის წარმატებით გავიდა ფინალურ ეტაპზე და გახდა ჩემპიონი.

ამ გამარჯვების წყალობით ახალგაზრდა სპორტსმენმა რუმინეთში დაგეგმილ ჩემპიონატზე წასვლის უფლება მიიღო.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ყვარელში გამართულ ჩემპიონატს 170 სპორტსმენი ესწრებოდა, მათ შორის 9 ნინოწმინდელი.