უბედური შემთხვევა ახალქალაქი-ნინოწმინდის გზაზე

დღეს, 4 ივნისს, დაახლოებით 11:30 საათზე ახალქალაქიდან ნინოწმინდისკენ მიმავალ გზაზე „ფორდის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავარდა და ამობრუნდა.

მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება, მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებაადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.