ლიტვის ელჩის ვიზიტი ახალქალაქში

6 ივნისს ლიტვის ელჩი ანდრეას კალინდრა ახალქალაქს ეწვია, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

პირველ რიგში, ახალქალაქის საკრებულოში ელჩი ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.შეხვედრაზე განიხილეს ეროვნული უმცირესობების ეფექტური ინტეგრაციის პროგრამები, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო პროგრამები, ტურიზმის განვითარება და ა.შ.

შემდეგ ლიტვის ელჩი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს SEREC-ის ახალქალაქის ოფისში შეხვდა.

ელჩი საქართველოში ეროვნული უმცირესობების, განათლების, ინტეგრაციის, კულტურისა და სოციალური საკითხებით დაინტერესდა.

ტრადიციად იქცა დამსწრეებისთვის საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან ერთი და იგივე საკითხების განხილვა.

შეხვედრა საქართველოს მრავალეროვნული ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი არნოლდ სტეფანიანი ხელმძღვანელობს.
დამსწრეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი შეხვედრები ხშირი იქნება.