დღეს, 10 ივნისს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰეშტიაში, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ტყეში 21 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას რადიო Nor-ის ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი 9 ივნისს ღამით გაუჩინარდა, ოჯახმა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. დღეს ის გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ადგილზე პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.