დღეს ბორჯომის გაფიცულმა თანამშრომლებმა ახალციხის რაიონულ სასამართლოში 50 გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენა მოითხოვეს.
პროფკავშირის წარმომადგენლის, გიორგი დიასამიძის თქმით, ისინი გეგმავენ მორიგი სარჩელის მომზადებას, რომლის მიხედვითაც 2 თვის გადაუხდელ კომპენსაციას მოითხოვენ.
რაც შეეხება გათავისუფლების მიზეზს, გიორგი დიასამიძის თქმით, გუშინ გათავისუფლებულ თანამშრომლებს ახსნა-განმარტებითი წერილები გაეგზავნათ, სადაც ციტირებენ: „არასწორად შეასრულეს თავიანთი მოვალეობა…“
პროფკავშირის ინფორმაციით, გაფიცვა გრძელდება.