ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში სწავლა გველების გამო კვლავ შეჩერებულია.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში სწავლა გველების გამო კვლავ შეჩერებულია.

სკოლის დირექტორის თქმით, მოსწავლეები სასწავლო წელს მეზობელ სოფელ ჟდანოვაკანის სკოლაში დაასრულებენ.

სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდება. სამებიდან ჟდანოვაკანამდე მისასვლელად სკოლის მოსწავლეებს ფეხით დაახლოებით ნახევარი საათი მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ სამების საჯარო სკოლაში სწავლა თავდაპირველად 15 აპრილს სკოლაში მყოფი გველების გამო შეჩერდა.