რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს მოწამეთა ხსენების დღეს ულოცავს

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გაიანესა და „ამხანაგთა მისთა“, იხსენიებს, რომელნიც ქრისტიანობისთვის ეწამნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წმინდა გაიანე, წმინდა რიფსიმესთან ერთად, სომხეთის პირველ მოწამეებად ითვლებიან. სააგენტო ულოცავს სომეხთა მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს მოწამეთა ხსენების დღეს.