საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 05:09 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან მდებარეობდა. მიწისძვრის სიმძლავრე 4.0 მაგნიტუდას შეადგენდა.
