ასეთი სეტყვა ახალქალაქში ისტორიას არ ახსოვს”, – ახალქალაქის მერი

 ახალქალაქისა და ასპინძის ზოგიერთ სოფელში სეტყვის შედეგად, მუნიციპალიტეტის მერების განცხადებით, განადგურებულია ნათესები და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.

„ასეთი სეტყვა  ახალქალაქში ისტორიას არ ახსოვს“, – გვიამბო ახალქალაქის მერმა  მელქონ მაკარიანმა. მისი თქმით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დაიტბორა 18 სოფელი, რის შედეგადაც დაზიანდა ნარგავები, საცხოვრებელი სახლები, სახურავები და ფანჯრები. დაზიანდა მანქანებიც.

მისივე თქმით, შექმნილია კომისია და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

რაც შეეხება ასპინძას,   მერის როსტომ მაგრაქველიძის თქმით დაზარალდა მუნიციპალიტეტის 2 სოფელი და ამ ეტაპზე მათ არავინ დაუკავშირდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ  ახალქალაქი და ასპინძა დაიტბორა.