რა ღონისძიებები ჩატარდება ,,ახალციხელობაზე”

ახალციხის მერია ქალაქის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განრიგს აქვეყნებს. მათი უმეტესობა ახალციხის ციხეზე გაიმართება. საღამო გალა კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდება.

დღის პროგრამა:

14:00 – 17:00 – სპორტული შეჯიბრებები

15:00 – 18:00 – მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა

15:00 – 18:00 – ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

15:00 – 18:00 – ახალგაზრდული გასართობი და საგანმანათლებლო სივრცე: ახალგაზრდული აქტივობების პრეზენტაცია

სამაგიდო თამაშების სემინარი

16:00 – 16:30 – თოჯინების თეატრი

16:00 -17:00 – საჩვენებელი წარმოდგენები ტანვარჯიშსა და ჭიდაობაში

15:00 – 18:00 – დოლების ჩვენება

17:00 – 17:30 – ზღაპრის გმირების ჩვენება

17:30 – 18:00 – სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულთა დაჯილდოება ახალციხის საპატიო მაცხოვრებლების დაჯილდოება.

19:30 – 21:30 – ნიუტონის ჯგუფისა და ქართული ესტრადის ვარსკვლავების (სალომე ბაკურაძე, მარიტა როხვაძე, ლუკა ჭოხონელიძე, ნუცა თოფურია, თამთა ხუხუნაიშვილი, ანა ქურთუბაძე, სოფო ბათილაშვილი, გუგა მარგორველაშვილი, მემ, გიორგი ფუტკარაძე, გიორგი ცხადაძე) კონცერტი. 21:30 ფეიერვერკი

21:30 – 23:00 ელექტრონული მუსიკის კონცერტი.