პარლამენტთან აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე „სირცხვილიას“ და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს.

შეკრებილებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს. გაჟღერდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.

„სირცხვილიას“ წევრების ინფორმაციით, დღეს საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობენ. აქციაზე რიგით მოქალაქეებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების, ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.