საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა 7 საკითხი განიხილეს

ახალციხეში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უქმდება. როგორც მერი ირაკლი ლაზარაშვილი განმარტავს, ამის მიზეზი მერიაში რეორგანიზაციაა. მერის თქმით, უკვე შეიქმნა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სამსახური, რომელშიც ერთ-ერთი განყოფილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი იქნება. ეს საკითხი დღეს საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და მხარდაჭერაც მიიღო.

როგორც ირაკლი ლაზარაშვილი გვეუბნება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამები და მიმართულებები უცვლელი დარჩება. რაც შეეხება პერსონალს, იგეგმება კონკურსის გამოცხადება და შესაბამისად თანამშრომლების დანიშვნა.

საკრებულოს ოპოზიციურ ფრაქციაში ცვლილებებია. დღევანდელ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე სიმონ ბალიაშვილი საკუთარი ნებით დატოვა და მის ნაცვლად მარიამ დალალიშვილი დაინიშნა, ხოლო დალალიშვილის მოადგილედ კობა სანდროშვილი დაინიშნა.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა 7 საკითხი განიხილეს და ტრადიციისამებრ, სხდომაზე დამსწრე ყველა დეპუტატმა ყველა საკითხს მხარი დაუჭირა.