როგორ გადაადგილდებიან აბასთუმნის ადგილობრივი მაცხოვრებლები და ტურისტები კურორტზე, თუ ელექტრომობილი არ ჰყავთ?

რატომ მიიღეს გადაწყვეტილება 2024 წლიდან კურორტ აბასთუმანში ავტოტრანსპორტის აკრძალვის შესახებ და როგორ გადაადგილდებიან ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები კურორტზე, თუ ელექტრომობილი არ ჰყავთ? — Akhaltskha.net-მა პრემიერის მრჩეველს სოსო ტყემალაძეს კითხვები დაუსვა.

ტყემალაძის თქმით, სამ ალტერნატიულ მარშრუტს განიხილავენ. მათ შორის, უფასო ელექტროავტობუსების დანიშვნა, ელექტრომობილების ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასოდ ან სპეციალური პირობებით გადაცემა. რა პირობებზეა საუბარი და ვისთვის იქნება ეს პირობები მომგებიანი, ჯერჯერობით უცნობია.

სოსო ტყემალაძის თქმით, სახელმწიფო და კერძო ბიზნესი კურორტის განვითარებაზე ჯამში 1,3 მილიარდ ლარს ხარჯავს.
შეგახსენებთ, რომ აბასთუმანში შემოვლითი გზის მშენებლობაზე მუშაობა მიმდინარეობს. მას საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით კომპანია „ჯეო ჯგუფი“ ახორციელებს, რომლის ბიუჯეტი 45 მილიონი ლარია. აღნიშნული გზა ზურმუხტის ქსელის ტერიტორიაზე გადის, რის გამოც პროექტს გარემოსდამცველების ნაწილი აკრიტიკებს.